NATO-სა და ევროკავშირის სპეცსამსახურები შიშობენ, რომ „ისლამური სახელმწიფო" დიდ ბრიტანეთსა და ევროპაში ბიოლოგიური და ბირთვული თავდასხმებისთვის ემზადება. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამცოემა „The Telegraph" ავრცელებს.
ევროკომისიის კონტრტერორისტული განყოფილების ხელმძღვანელის მოადგილე ხორხე ბერტო სილვას მონაცემებით, ტერორისტები სირიასა და ერაყში მასობრივი განადგურების, კერძოდ კი ბიოლოგიური, ქიმიური, რადიოლოგიური და ბირთვული იარაღის შექმნას ცდილობენ.
გამოცემის თანახმად, ტერორისტები ცდილობენ ახალი მეთოდების შემუშავებას, რომელიც ასაფეთქებელი მოწყობილობების ადამიანის სხეულში იმპლანტირების საშუალებას მისცემს.