ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე ხორავას ქუჩაზე მომხდარ ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმიანება და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„თქვენ ხომ არ გაჟრიალებთ?
„ფსიქოლოგების ჩართულობასთან" ერთად, რამე ბენდიც მიიყვანეთ და გაკვეთილები „ნანუკას" ჩაატარებინეთ.
რა ფსიქოლოგი და რის იმპლემენტაცია? სახარების სწავლება აკრძალეთ და რაღაც სისულელეებს უტენით ბავშვებს თავში.
ფსიქოლოგი კი არა, წესიერი პედაგოგები მოძებნეთ. ისეთი პედაგოგები, წიგნი და სპორტი რომ შეაყვარონ ბავშვებს!" - წერს გაბრიჭიძე.