logo_geo
eng_logo
სოსო ხუციშვილი: ბრალდებული და მისი ადვოკატი პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობას დაეთანხმნენ
- +

4 დეკემბერი. 2017. 16:54



ხორავას ქუჩაზე მომხდარი მოზარდების მკვლელობის საქმის პროკურორმა სოსო ხუციშვილმა დღევანდელი სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ ბრალდებული და მისი ადვოკატი დაეთანხმნენ პროკურატურის მოთხოვნას ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებაზე.

 

„ბრალდების მხარე რასაც ითხოვდა, თვითონ ბრალდებული და მისი ადვოკატი დაეთანხმნენ წარმოდგენილ შუამდგომლობას, კერძოდ, პატიმრობის შეფარდებას. ამ ეტაპზე სასამართლოზე ბრალდებულს რაიმე განცხადება არ გაუკეთებია", - განაცხადა პროკურორმა.











 

right_banner right_banner
არქივი
right_banner