NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ სამხედრო ქმედებები კატასტროფული შედეგების მომტანი იქნება არა მხოლოდ რეგიონისთვის, არამედ სრულიად მსოფლიოსთვის.
„ომი ამ რეგიონში კატასტროფის მომტანი იქნება. შედეგები სრულიად მსოფლიოს შეეხება და არა მხოლოდ კონკრეტულ რეგიონს. საჭიროა კრიზისის მშვიდობიანი გზით გადაჭრა. საამისოდ საჭიროა ფხენიანზე ზეწოლის განხორციელების პოლიტიკის გაგრძელება. კრიზისის დარეგულირებაში დიდ როლს თამაშობენ რუსეთი და ჩინეთი, ვინაიდან ისინი გაერო-ს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრები არიან და ჩრდილოეთ კორეასთან ტერიტორიულად ახლოს მდებარეობენ", - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.