ადვოკატ ტარიელ კაკაბაძის განცხადებით, ხორავას ქუჩაზე დაპირისპირების დროს არასრულწლოვნის მკვლელობაში ბრალდებული, ძებნაში მყოფი გ.ჯ. საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებას აპირებს.
„2017 წლის 1 დეკემბერს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ბრალდებულის, ძებნაში მყოფი გ.ჯ-ს ოჯახი აპირებს, რომ უახლოეს წუთებში უზრუნველყოს ბრალდებულის საგამოძიებო ორგანოში გამოცხადება.
მე მათ, როგორც ადვოკატმა, გავუწიე შესაბამისი კონსულტაცია", - წერს ტარიელ კაკაბაძე.