პრესის თავისუფლების ინდექსის მიხედვით, საქართველომ 180-დან 64-ე ადგილი დაიკავა. 2016 წლის პრესის თავისუფლების რეიტინგი საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ „რეპორტიორებმა საზღვრებს გარეთ" გამოაქვეყნა.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ შარშანდელთან შედარებით საქართველომ საკუთარი პოზიციები 5 ადგილით გააუმჯობესა, რადგან 2015 წლის პრესის თავისუფლების რეიტინგში 69-ე ადგილი დაიკავა.
საქართველოში პრესის თავისუფლების დონე 27,96 პუნქტად ფასდება, რაც წინა წელთან შედარებით 0,26 პუნქტით ნაკლებია.
„საქართველოში მედიის მესაკუთრეობის კუთხით გამჭვირვალე სიტუაციაა, სატელიტური ტელევიზიები კი პლურალიზმს უზრუნველყოფს. ძალადობა ჟურნალისტების წინააღმდეგ უფრო იშვიათი გახდა", - ნათქვამია საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის „რეპორტიორებმა საზღვრებს გარეთ" ანგარიშში.