logo_geo
eng_logo
გია მურღულია: ოჯახში დაიკარგა აღზრდის კულტურა, მშობლებს არ სცალიათ შვილებისთვის!
- +

4 დეკემბერი. 2017. 21:23


 

„ბევრი შეხვედრა მახსოვს, რა უნდა გავაკეთოთ? ყველა ჭკვიანურად ლაპარაკობდა, მაგრამ მერე მაინც ისევ ისე ვაგრძელებდით ცხოვრებას. აუცილებლად უნდა დავასახელო ოჯახის ფაქტორი, ოჯახში დაიკარგა აღზრდის კულტურა, მშობლებს არ სცალიათ შვილებისთვის" , - ამის შესახებ ექსპერტმა განათლების საკითებში გია მურღულიამ „tvპირველის" ეთერში  მოსწავლეებს შორის სისხლიან დაპირისპირებასთან დაკავშირებით განაცხადა.

 

„ყოველდღე ვუყურებ, ჩემი ბავშვები, ჩემი მოსწავლეები, ძალია ხშირად ლაპარაკობენ რომ მშობლებს მათთვის არ სცალიათ.

 

მეორე ფაქტორია სახელმწიფოში არსებული დამოკიდებულება წარმატების მიმართ, განათლებული კაცის, წესიერი კაცის ცხოვრების წესის მიმართ. ძალიან ხშირად მასობრივი ინფორმაციის, ტელევიზიების საშუალებით ვუყურებ უკიდურესად უღირს ადამიანებს, რომლებიც განასახიერებენ წარმატებას საქართველოში. ამას ჩვენი შვილებიც ხედავენ, ხედავენ იმას, რომ ძალადობით, ბილწსიტყვაობით, სხვების დაჩაგვრით წარმატებას მიაღწიეს და ეს ძალიან გადამდები რამე გახლავთ.

 

რასაკვირველია სკოლასაც დიდი პასუხისმგებლობა აქვს, სკოლაში აღზრდის კულტურა ძალიან შესუსტებულია. მეტსაც გეტყვით, ხშირად უთქვამთ ჩინოვნიკებს, განათლების ე.წ. ექსპერტებს, რომ დასავლურ სკოლებში აღზრდა რა არის არ ესმით და ჩვენც მათ უნდა მივბაძოთო. აღზრდის ასე მიგდება არ შეიძლება", - განაცხადა გია მურღულიამ.










 

right_banner right_banner
არქივი
right_banner