logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: სენსაციური არაფერია იმაში, რომ ივანიშვილი ჩართული იყოს „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიაში
- +

20 აპრილი. 2016. 11:28


„ის, რომ ბიძინა ივანიშვილი ჩართული იყოს პარტია „ქართული ოცნების" საარჩევნო კამპანიაში, ამაში სენსაციური არაფერია", - ამის შესახებ ჟურნალისტებს ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განაცხადა. თუმცა, აქვე კალაძე აცხადებს, რომ არ იცის ჩაერევა თუ არა ბიძინა ივანიშვილი საარჩევნო კამპანიაში.


„მე არ ვიცი ბატონი ბიძინა ჩაერევა თუ არა, თუმცა თუ ის გუნდს დაეხმარება. თქვენ იცით, რომ პარტია „ქართული ოცნება" ამ ადამიანის მიერ არის დაფუძნებული, ის რომ ჩართული იყოს საარჩევნო კამპანიაში ამაში სენსაციური არაფერი არ არის. პირიქით, მე ვფიქრობ მისასალმებელია. ხელს შეუწყობს „ქართული ოცნების" კამპანიის ჩატარებას. რა ფორმით, როგორ, ჩაერთვება თუ არა, ამაზე ვიმსჯელებთ", - განაცხადა კახა კალაძემ.


რაც შეეხება პარტია „ქართული ოცნების" საარჩევნო სიებს, კახა კალაძემ აღნიშნა, რომ მასზე მუშაობა დასრულებული არ არის. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner