ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული თ.კ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელია. ამის შესახებ ინფორმაცია პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
როგორც უწყებაში აცხადებენ, იმ დროს, როდესაც დანაშაული მოხდა, თ.კ. სამინისტროს კადრების განკარგულებაში იყო გადაყვანილი, ამჟამად კი ის სამინისტროდან დათხოვნილია.
თ.კ-ს გარდა, მკვლელობის ფაქტის დაფარვისთვის პროკურატურამ სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მისცა სულ ხუთი პირი, მათ შორის თ.კ-ს ორი შვილი - მ.კ. და ლ.კ.