სუს-ის უფროსმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს პარლამენტში, ნდობის ჯგუფთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ორი მიმართულებით მუშაობს.
„ამ ეტაპზე ვმუშაობთ ორი მიმართულებით. გვეხმარებიან ჩვენი კოლეგები FBI-დან. ამ მიმართულებებს, სამწუხაროდ, ვერ დავასახელებ. ორი მიმართულებით ვმუშაობთ. გამოძიებით გამოიკვეთება, საქართველოზე მუშაობდნენ, სხვა მიმართულებით, ტერაქტის მოსაწყობად იყვნენ ჩამოსულები თუ სხვა, ამას ვერ ვიტყვი", - განაცხადა გომელაურმა.