„გავეცი პასუხები იმ კითხვებზე, რაც არის საზოგადოებაში - როგორ გადმოვიდნენ საქართველოში, იარაღი საიდან მოიპოვეს, რას გეგმავდნენ, მომავალში რა უნდოდათ ამ ადამიანებს", - ამის შესახებ სუს-ის ხელმძღვანელმა, ვახტანგ გომელაურმა განაცხადა.
„ინფორმაციები რაც გვქონდა, ამომწურავად გავაცანით ნდობის ჯგუფს. გავეცი პასუხები იმ კითხვებზე, რაც არის საზოგადოებაში - როგორ გადმოვიდნენ საქართველოში, იარაღი საიდან მოიპოვეს, რას გეგმავდნენ, მომავალში რა უნდოდათ ამ ადამიანებს. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, კანონი უფლებას არ მაძლევს ყველაფერი ღიად ვისაუბრო, თუმცა, ნდობის ჯგუფს, რაც გვქონდა დადასტურებული ინფორმაცია, გავაცანი. დადასტურებული გვაქვს ინფორმაცია იარაღთან დაკავშირებით, თუ საიდან მოიძიეს და მიიტანეს სახლში. ტყეშია ნაპოვნი, ერთ-ერთი სამალავიდანაა ამოღებული. ახლა ველოდებით ექსპერტიზებს, რათა მანაც დაადასტუროს, რომ ნამდვილად ამ სამალავიდან არის ამოღებული ეს იარაღები", - განაცხადა გომელაურმა და დასძინა, რომ სამალავების შესახებ ინფორმაცია FBI-სგან აქვთ.