logo_geo
eng_logo
„ანტიტერორისტული ოპერაციის შედეგად ლიკვიდირებულ პირთა ვინაობის დადგენაში აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროა ჩართული“
- +

5 დეკემბერი. 2017. 03:19


 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული ანტიტერორისტული ოპერაციის შედეგად ლიკვიდირებულ პირთა ვინაობის დადგენაში აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროა ჩართული. მისი თქმით, მხოლოდ ერთი პირის, აჰმედ ჩატაევის ვინაობაა ცნობილი, დანარჩენების შესახებ კი ექსპერტიზის პასუხებს ელოდებიან.


„ვინაობა მხოლოდ ერთ-ერთის ვიცით. ველოდებით ექსპერტიზებს. ვთხოვეთ ამერიკელ კოლეგებს დახმარება და გვეხმარებიან დანარჩენი პირების დადგენაში.

 

რაღაც საფრთხეები ქვეყანამ აიცილა. ეს არის კონტრტერორისტული დეპარტამენტის მუშაობის და მათ შორის, რა თქმა უნდა, შსს-ს მუშაობის შედეგი. სამწუხაროდ, ერთი ადამიანი დაიღუპა, თუმცა, არც ერთი მშვიდობიანი მოქალაქე არ დაშავებულა. ვფიქრობ, სპეცოპერაცია სწორად ჩატარდა", - აღნიშნა სუს-ის ხელმძღვანელმა.








 

right_banner right_banner
არქივი
right_banner