სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, ნდობის ჯგუფთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ წინასწარი ვერსიით, აჰმედ ჩატაევმა და მისი გარემოცვის წევრებმა ე.წ. მწვანე საზღვარი გადმოკვეთეს.
„რომელი ქვეყნის საზღვარი გადმოკვეთეს თბილისში, კონტრტერორისტული ოპერაციისას ლიკვიდირებულმა პირებმა, ამას ვერ დავასახელებ. ჩვენი ვერსიით, არის ე.წ. მწვანე საზღვრიდან გადმოსული", - განაცხადა გომელაურმა.