ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„ფსიქოლოგებმა ბავშვებს სეანსები ალბათ ნახევრად წამოწოლილებს უნდა ჩაუტარონ არა?
ეს სოცმუშაკები სავარაუდოდ შესაბამის ქულებს მიანიჭებენ და ისე დათვლიან მათ კრიმინალთან მიდრეკილებას. მაგ: 70000 ქულა - კარმანშიკი, 80000 - ყაჩაღი, 90000 - ბეზპრედელშჩიკი.
სახარება ვასწავლოთ, შვლის ნუკრის ნაამბობზე და ხმელი წიფელის მონაყოლზე იტირონ, ზურიკელაზე, თემო ბარამიძეზე და ხატიაზე გულში სითბო ჩაეღვაროთ!
ჰო მართლა, ტენდერის გამოცხადება არ დაგავიწყდეთ ფსიქოლოგიური კაბინეტებისთვის შეზლონგების შესაძენად", - წერს გაბრიჭიძე.