logo_geo
eng_logo
პროკურატურა: დღევანდელ მოვლენებზე უკრაინისგან არანაირი ინფორმაცია არ მიგვიღია
- +

5 დეკემბერი. 2017. 13:30



„დღეს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საქართველოს მთავარ პროკურატურას უკრაინის გენერალური პროკურატურისგან არანაირი ინფორმაცია არ მიუღია", - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" მთავარ პროკურატურაში იმ კითხვის საპასუხოდ განუცხადეს, მოითხოვს თუ არა საქართველოს პროკურატურა უკრაინიდან საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ექსტრადიციას.


„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საქართველოს პროკურატურას გაგზავნილი აქვს უკრაინული მხარისათვის შუამდგომლობა მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირების თაობაზე, ხოლო შემდგომი გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს უკრაინის შესაბამისმა უწყებებმა. რაც შეეხება უშუალოდ დღეს განვითარებულ მოვლენებს, ამის შესახებ საქართველოს მთავარ პროკურატურას უკრაინის გენერალური პროკურატურისგან არანაირი ინფორმაცია არ მიუღია", - განაცხადეს პროკურატურაში.



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner