logo_geo
eng_logo
ომარ ნიშნიანიძე ქუთაისში მაჟორიტარ დეპუტატად იყრის კენჭს
- +

20 აპრილი. 2016. 11:54


საქართველოს პარლამენტის წევრი ომარ ნიშნიანიძე 2016 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ქუთაისში, საფიჩხია-კახიანაურის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარ დეპუტატად იყრის კენჭს. ამის შესახებ ნიშნიანიძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.


ნიშნიანიძის თქმით, პარტიულ სიაში ის თავის თავს ნაკლებად მოიაზრებს, თუმცა „ქართული ოცნების" სახელით მაჟორიტარულ არჩევნებში იბრძოლებს.


ნიშნიანიძე იხსენებს, რომ წინა არჩევნებში თერჯოლის მაჟორიტარ დეპუტატად აპირებდა კენჭისყრას, თუმცა კოალიციაში შემავალმა სუბიექტებმა ხელი შეუშალეს. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner