საქართველოს პარლამენტის წევრი ომარ ნიშნიანიძე 2016 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ქუთაისში, საფიჩხია-კახიანაურის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარ დეპუტატად იყრის კენჭს. ამის შესახებ ნიშნიანიძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
ნიშნიანიძის თქმით, პარტიულ სიაში ის თავის თავს ნაკლებად მოიაზრებს, თუმცა „ქართული ოცნების" სახელით მაჟორიტარულ არჩევნებში იბრძოლებს.
ნიშნიანიძე იხსენებს, რომ წინა არჩევნებში თერჯოლის მაჟორიტარ დეპუტატად აპირებდა კენჭისყრას, თუმცა კოალიციაში შემავალმა სუბიექტებმა ხელი შეუშალეს.