logo_geo
eng_logo
გოგი თოფაძე: „პატრიოტთა ალიანსთან“ გაერთიანებას არ გამოვრიცხავ!
- +

20 აპრილი. 2016. 12:13


„მრეწველების" ლიდერმა გოგი თოფაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ამ ეტაპზე პარტია არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობას გეგმავს, თუმცა საპარლამენტო არჩევნებზე „პატრიოტთა ალიანსთან" გაერთიანებას არ გამორიცხავს.



დღესდღეობით ვცდილობთ, არჩევნებზე მარტო გავიდეთ, თუმცა, ალიანსს" ძალიან დიდ პატივს ვცემთ. ძალიან ობიექტური ტელევიზია შექმნეს, განსხვავებით სხვა ტელეარხებისგან. პროქართული პოზიცია უჭირავთ. პატივს ვცემთ თარხან-მოურავსაც, ქალბატონ ირმასაც, არ გამოვრიცხავ, მაგრამ ჯერ ვნახოთ, როგორც განვითარდება მოვლენები. ვფიქრობთ, ჩვენ გვაქვს ბევრთან იმდენი უპირატესობა, რომ ყველა საარჩევნო უბანში ჩვენი წარმომადგენელი გვყავს. ყველა უბანზე გვყავს დამკვირვებლები - საკმაოდ გამოცდილი ხალხი გვყავს და გვაქვს იმედი, რომ არჩევნებს არავინ გააყალბებს. ვნახოთ, პოლიტიკური სიტუაცია როგორ განვითარდება. არავისთან ალიანსს არ გამოვრიცხავთ", - განაცხადა გოგი თოფაძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner