logo_geo
eng_logo
კიევის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა
- +

5 დეკემბერი. 2017. 18:30



კიევის პროკურატურამ „მხარდამჭერების მიერ მიხეილ სააკაშვილის უკანონო გათავისუფლებასთან" დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღძრა.


„დაკავებული სააკაშვილის უკანონო გათავისუფლებასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის წარმოებაა დაწყებული უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 343-ე მუხლის შესაბამისად", - ამის შესახებ სააგენტო „ინტერფაქს-უკრაინა" სამართალდამცველ სტრუქტურებში წყაროზე დაყრდნობით იუწყება.


საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მომხრეებმა კიევში დაკავებული მიხეილ სააკაშვილი გაათავისუფლეს.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner