კიევის პროკურატურამ „მხარდამჭერების მიერ მიხეილ სააკაშვილის უკანონო გათავისუფლებასთან" დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღძრა.
„დაკავებული სააკაშვილის უკანონო გათავისუფლებასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის წარმოებაა დაწყებული უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 343-ე მუხლის შესაბამისად", - ამის შესახებ სააგენტო „ინტერფაქს-უკრაინა" სამართალდამცველ სტრუქტურებში წყაროზე დაყრდნობით იუწყება.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მომხრეებმა კიევში დაკავებული მიხეილ სააკაშვილი გაათავისუფლეს.