ჟურნალისტი ნინო მიქიაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„ეს ძალიან მაგარი ფოტო, რომელიც სათქმელზე უკეთ გადმოსცემს კიევში არსებულ ვითარებას, გადაიღო ირაკლი გედენიძემ, სააკაშვილის ყოფილმა პირადმა ფოტოგრაფმა (2011 წლის 26 მაისს რუსთაველზე განვითარებული მოვლენების გადაღება-გავრცელების შემდეგ) ჯაშუშობის ბრალდებით რომ დააპატიმრეს და გასამართლეს. დღეს ირაკლის დაბადების დღეა.
ირაკლი გედენიძე დაბადების დღეს გილოცავ და გისურვებ ამგვარ ვითარებაში მალე გადაგეღოს დათა ახალაია, ალექსანდრე მუხაძე, მეტსახელად ქილერა, სოსო თოფურიძე და მათთან ერთად ყველა ჯალათი და დამნაშავე, ვინც 9-წლიანი რეჟიმის დროს სისასტიკით გამოირჩეოდა, ვინც ადამიანებს აწამებდა, ვინც სულის ამოხდით გვემუქრებოდა", - წერს მიქიაშვილი.