logo_geo
eng_logo
უკრაინის გენერალური პროკურორი: მოვუწოდებ სააკაშვილს, ერთხელ მაინც გამოიჩინოს კაცური სიბრძნე!
- +

5 დეკემბერი. 2017. 21:18



უკრაინის გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ მიხეილ სააკაშვილს მოუწოდა, თავად გამოცხადდეს საგამოძიებო უწყებაში. ამის შესახებ განცხადება იური ლუცენკომ უმაღლეს რადაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.


პროკურორმა რადას წევრებს ოდესის ყოფილი გუბერნატორისა და მისი თანაგუნდელების საქმის გამოძიების დეტალები გააცნო.


ლუცენკოს განცხადებით, 24 საათის შემდეგ, უკრაინის სამართალდამცავი ორგანოები ყველაფერს გააკეთებენ, რომ აპარტიდი სააკაშვილი გამოძიების წინაშე წარდგეს.

 

„მოვუწოდებ სააკაშვილს, ერთხელ მაინც გამოიჩინოს კაცური სიბრძნე და პასუხისმგებლობა საკუთარ სიტყვებზე. მოვუწოდებ, შეწყვიტოს ტყუილის გავრცელება, უკრაინელების დაპირისპირება და თავად გამოცხადდეს საგამოძიებო ორგანოში" - განაცხადა ლუცენკომ.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner