logo_geo
eng_logo
მიკროავტობუსის ბლოკირებისთვის, რომელშიც სააკაშვილი იმყოფებოდა, ცხრა ადამიანი დააკავეს
- +

5 დეკემბერი. 2017. 21:18



კიევის პოლიციამ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მიკროავტობუსის ბლოკირებასთან დაკავშირებით ცხრა ადამიანი დააკავა.


ინფორმაციას კიევის პოლიციის წარმომადგენელი ოქსანა ბლიშიკი ავრცელებს. მისი თქმით, პოლიციის შენობაში ცხრა ადამიანი გადაიყვანეს, მათი უმეტესობა უკვე გათავისუფლებულია.


ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი დღეს დილით, კიევში დააკავეს. თუმცა, მისმა მხარდამჭერებმა სააკაშვილის სპეცრაზმის მანქანიდან გადმოყვანა შეძლეს.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner