logo_geo
eng_logo
მიხეილ სააკაშვილი კარვში დაბრუნდა
- +

5 დეკემბერი. 2017. 23:22



ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი ე.წ. კარვების ქალაქში დაბრუნდა. როგორც პირველი არხის კორესპონდენტი კიევიდან იტყობინება,  სააკაშვილი უკრაინის რადასთან, ერთ-ერთ კარავში იმყოფება და საკუთარ მხარდამჭერებს მოუწოდებს, ბრძოლა არ შეწყვიტონ ბრძოლა.


მიხეილ სააკაშვილი კვლავ უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს იმპიჩმენტს მოითხოვს და ამბობს, რომ აქციები გაგრძელდება.


რაც შეეხება თავად აქციას, სააკაშვილის მომხრეები რადას შენობასთან გაშლილ კარვებში რჩებიან, თუმცა მათი რაოდენობა მცირდება.


საქართველოს ექსპრეზიდენტი და ოდესის ოლქის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი კიევში დააკავეს, თუმცა მოგვიანებით, მხარდამჭერებმა სპეცდანიშნულების რაზმის მანქანიდან მისი გამოყვანა მოახერხეს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner