გაზეთ „ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით შემდეგი სახის სტატუსს აქვეყნებს:
„ნაცის ნადიმი":
ალბათ, ბევრს წაგიკითხავთ ცნობილი პერუელი მწერლის მარიო ვარგას ლიოსას რომანი „ვაცის ნადიმი", რომელიც დომინიკის დიქტატორის ტრუხილიოს შესახებ მოგვითხრობს და ზოგადად, ძალაუფლების ფენომენს ეხება.
რომანის ერთ-ერთი მთავარი შტრიხი ის არის, რომ ვაცს, ანუ დიქტატორ ტრუხილიოს უნებლიე შარდვა აწუხებს, შარდს ვერ იკავებს და ქვეშ ისველებს.
ამით მწერალი ხაზს უსვამს, რომ დიქტატორს, რომელიც ყველას და ყველაფერს აკონტროლებს, ყველას და ყველაფერს საკუთარ ძალაუფლებას უმორჩილებს, რეალურად, საკუთარი ორგანიზმიც კი ვერ დაუმორჩილებია და გაუკონტროლებია.
მოკლედ, ტრუხილიოს სახით, ლიოსამ ქვეშაფსია დიქტატორი დაგვიხატა.
ეს ყველაფერი სააკაშვილის დღევანდელმა ამბავმა გამახსენა. მშიშარა, მიწაზე მფორთხავი და ჰასლსტუხების მღეჭავი კაცი 9 წელიწადი მართავდა საქართველოს, დღეს კი მისგან - ამ ქვეშაფსია ,,ლიდერისგან"- უკრაინაში ქმნიან ,,ლომგულ რაინდს".
მარიო ვარგას ლიოსას მწერლური ოსტატობა რომ მომცა, სააკაშვილზე აუცილებლად დავწერდი რომანს, სახელწოდებით - „ნაცის ნადიმი" - წერს ჯაბა ხუბუა.