logo_geo
eng_logo
არჩილ კაიკაციშვილი: შეიძლება, საქმე ჯგუფურ დანაშაულთან გვქონდეს!
- +

20 აპრილი. 2016. 12:48

„ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი არჩილ კაიკაციშვილი „გორგიას“ მეპატრონის გია გორგოშაძის გახმაურებულ საქმესთან დაკავშირებით გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ საუბრობს. კაიკაცაშვილი ამბობს, თუ გორგოშაძემ იცოდა, რომ თანხის სესხება არ ემსახურებოდა ბიზნეს-ინტერესებს, ამ შემთხვევაში დგება დავის სისხლისსამართლებრივი წესით განსჯადობის საკითხი.

 

 

„მოცემულ ვითარებაში საქმე წარმოადგენს სისხლისსამართლებრივი წესით თუ სამოქალაქო სამართლის ნორმებით დავის საგანს. ფაქტი ერთია - 87 ათასი აშშ დოლარი, ნინო დარსალიას თანხმობითვე, დადგენილი მიზნის - ბიზნესის უზრუნველსაყოფად, მეუღლემ, გია გორგოშაძემ გადასცა მესამე პირს. სწორედ ამ კონტექსტშია საყურადღებო ხელმოწერილი დოკუმენტიც, რომელიც თითქოსდა ადასტურებს, რომ დარსალიას თავიდანვე ჰქონდა ინფორმაცია თანხის მიმღები მესამე პირის, ნანა ყეინიშვილის თაობაზე და თანხის გაცემის მიზნობრიობაც იმთავითვე განმარტებული იყო. ბუნებრივია, წარმოდგენილ დოკუმენტს ვერ ექნება ნამდვილობის პრეტენზია. პირველი - ნინო დარსალია უარყოფს ასეთი დოკუმენტის შედგენას, დოკუმენტზე არ არის მისი ხელმოწერა, ხოლო ასეთი მსხვილი შეთანხმებისთვის საჭირო გახლდათ ნოტარიულად დამოწმებული სესხის ხელშეკრულება. თუკი ფაქტებით დადასტურდება, რომ გორგოშაძემ იმთავითვე იცოდა, რომ თანხის სესხება არ ემსახურებოდა ბიზნეს-ინტერესებს, თანხის მიმღებ მესამე პირს ჰქონდა თანხის გამოყენების სხვა მოტივაცია, მოცემულ ეტაპზე დგება დავის სისხლისსამართლებრივი წესით განსჯადობის საკითხი. საქმე უნდა დაკვალიფიცირდეს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე (თაღლითობა) და 182-ე (მითვისება ან გაფლანგვა) გამოყენებით“, - ამბობს არჩილ კაიკაციშვილი.

 

 

აქვე კაიკაციშვილი არ გამორიცხავს იმას, რომ საქმე შეიძლება ჯგუფურ დანაშაულთანაც გვქონდეს.

 

 

„წარმოდგენილი შემთხვევა შეიძლება მივიჩნიოთ ჯგუფურ დანაშაულად, თუკი ვივარაუდებთ, რომ გია გორგოშაძემ იმთავითვე იცოდა ყეინიშვილის ქმედების განზრახულობა და ისინი მოქმედებდნენ შეთანხმებულად. ამ შემთხვევაშიც მათ შორის პასუხისმგებლობა გადანაწილდება თითოეულზე საკუთარი ბრალეულობის შესაბამისად. ნებისმიერ შემთხვევაში მესამე პირი ვალდებულია, ნინო დარსალიას დაუბრუნოს სესხის სახით თუ მოტყუების შედეგად მიღებული თანხა“, - ამბობს კაიკაციშვილი.

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner