logo_geo
eng_logo
მიხეილ სააკაშვილი: სახურავზე მღვდელი ამოძვრა, ლოცვები წაიკითხა და გამამხნევა
- +

6 დეკემბერი. 2017. 00:53


„ბინაში ვერ შემოვიდნენ, თუმცა მინდა გითხრათ, რომ რამდენიმე მათგანი ძალიან კეთილგანწყობილი იყო ჩვენ მიმართ. ერთი-ორმა ჩუმად გვითხრა, რომ ჩვენი აქტივისტებიც არიან. სამი ნამდვილად ჩვენს მხარეს იყო და ყველა ძალიან ლანძღავდა პოროშენკოს. ამას იმიტომ ვამბობ, რომ გასაქცევი თვითონ არაფერი აქვთ ამ კორუმპირებულ ტიპაჟებს, ვინც აქ არიან და უბედურებას სჩადიან. მეორე ხელბორკილი თავად მომხსნეს გათავისუფლების წინ და მაინცდამაინც წინააღმდეგობა არ გაუწევიათ", - ამის შესახებ საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა გადაცემაში „არჩევანი" ისაუბრა. სააკაშვილმა აღნიშნა, რომ როდესაც სახურავზე იმყოფებოდა, ის ერთ-ერთმა მღვდელმა დალოცა, ლოცვები წაიკითხა და გაამხნევა.


„საინტერესო იყო, რომ როცა სახურავზე ვიყავი, ყველა მხრიდან გარშემორტყმული ვიყავი, საიდანღაც ამოძვრა მოძრაობის აქტივისტი მღვდელი, ვერ ვიცანი იმიტომ, რომ ჩვეულებრივ ანაფორით დადის. ამოძვრა, ვუთხარი არ მომეკარო თქო და რას ამბობ, ვერ მიცანი, მღვდელი ვარო. ამოვიდა, გამამხნევა, ლოცვები წაიკითხა იქ. იმათ უთხრა, არ მიეკაროთ ხელი არ დააკაროთო. საიდანღაც გამოძვრა მღვდელი, როგორ გამოეპარა მათ არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ გამოეპარათ.

 

ასე, რომ ჩემი აზრით სახანძრო კიბით ამოძვრა და ისე გადმოვიდა სახურავზე. ძალიან საინტერესო არის ეს ყველაფერი. მინდა ვუთხრა საქართველოში ჩვენს მომხრეებს, ქართველებს, რა თქმა უნდა, უკრაინა ჩემთვის მნიშვნელოვანი ქვეყანაა ძალიან, მაგრამ ჩემი გული თითოეულ თქვენგანს გეკუთვნით და ივანიშვილი საერთოდ არავინ არის, ჩვენ თუ მოვინდომებთ თუ ერთად და მაგრად დავდგებით, თუ იგივეს გავაკეთებთ, რაც უკრაინელებმა დღეს გააკეთეს, მაგათ დიდი დრო არ უწერიათ ხალხო. მართლაც სადამდე უნდა დაგვამცირონ, სადამდე უნდა გვაპამპულაონ", - განაცხადა სააკაშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner