რატომ დააკავეს მიხეილ სააკაშვილი „მარშალპრესისთვის" ცნობილი ხდება - ჩვენი ინფორმაციით, სააკაშვილი, რომელიც ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა, ქირას არ იხდიდა და ხშირ შემთხვევაში ხმაურიან წვეულებებს აწყობდა, რის გამოც ბინის მეპატრონისგან შენიშვნა მიიღო.
ბინის მეპატრონე სააკაშვილისგან ქირის გადახდას ითხოვდა, რის გამოც, საბოლოოდ დღეს პოლიციას მიმართა. მას შემდეგ რაც სააკაშვილის სახლთან უკრაინის სამართალდამცველები გამოცხადდნენ, სააკაშვილმა თემის პოლიტიკურ ჭრილში გადაყვანა სცადა, სახურავზე ავიდა, რის შემდეგაც ადგილზე სპეცდანიშნულების რაზმის გამოყვანა გახდა საჭირო.
შედეგად, მიხეილ სააკაშვილის დაკავება გახდა საჭირო. მიხეილ სააკაშვილის საცხოვრებელ სახლთან მხარდამჭერები არიან შეკრებილები. მედიის ინფორმაციით, რამდენიმე აქტივისტი დაკავებულია.