logo_geo
eng_logo
იემენში ყოფილი პრეზიდენტი მოკლეს
- +

6 დეკემბერი. 2017. 02:41



BBC-ის ინფორმაციით, იემენში ყოფილი პრეზიდენტი ალი აბდალა სალეჰი მოკლეს. ჰუსიტი ამბოხებულების ცნობით, ალი აბდალა სალეჰის სახლზე თავდასხმა ყოფილ მოკავშირე დაჯგუფებებს შორის შეტაკებების დროს განხორციელდა, რა დროსაც ყოფილი პრეზიდენტის საცხოვრებელი ააფეთქეს.


გუშინ ცნობილი გახდა, რომ იემენის დედაქალაქში მეამბოხე ჰუსიტებსა და ქვეყნის ექსპრეზიდენტის ალი აბდალა სალეჰის მომხრეებს შორის მომხდარ შეტაკებას 200-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner