logo_geo
eng_logo
რობი უილიამსისა და ეროს რამაზოტის კონცერტის ბილეთები მსოფლიოს 52 ქვეყნიდან შეიძინეს
- +

20 აპრილი. 2016. 12:50


საქართველოს კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რობი უილიამსისა და ეროს რამაზოტის კონცერტის ბილეთები მსოფლიოს 52 ქვეყნიდან შეიძინეს.



სამინისტროში ვერ აზუსტებენ, კონკრეტულად რამდენი ბილეთია შეძინილი უცხოეთიდან, თუმცა აცხადებენ, რომ უცხოეთიდან 1000-ზე მეტი ტრანზაქცია განხორციელდა.



საქართველო მსოფლიო კალენდარზე - Check In Georgia! საქართველოს მთავრობის ინიციატივითა და მხარდაჭერით 2016 წლის აპრილიდან მასშტაბური პროექტი Check in Georgia იწყება. პროექტის ფარგლებში პირველი დიდი ღონისძიება 24 აპრილს არის დაგეგმილი; ქართველი მსმენელის წინაშე ეროს რამაზოტი წარდგება. ეროს რამაზოტის კონცერტზე ბილეთების გაყიდვა 7 აპრილიდან დაიწყო. ამ დროისათვის გაყიდულია 5000-მდე ბილეთი. რაც შეეხება, მეორე მასშტაბურ კონცერტს; მსოფლიო ვარსკვლავის, რობი უილიამსის კონცერტის ბილეთების გაყიდვა 15 აპრილიდან დაიწყო და ამ დროის მონაცემებით, უკვე გაყიდულია 31 000-მდე ბილეთი. რობი უილიამსი ქართველი მსმენელის წინაშე 27 მაისს, „დინამო არენაზე" წარდგება. აღსანიშნავია, რომ ბილეთების შეძენისას დაფიქსირდა 1000-ზე მეტი ტრანზაქცია უცხოეთიდან, ბილეთების შესყიდვა განხორციელდა მსოფლიოს 52 ქვეყნიდან (გერმანია, აზერბაიჯანი, ამერიკა, რუსეთი, დიდი ბრიტანეთი და სხვა)", - ნათქვამია კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner