კიევში, უკრაინის რადასთან, ე.წ. კარვების ქალაქში გამთენიისას აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკება მოხდა. როგორც „პირველი არხის" კორესპონდენტი კიევიდან იტყობინება, დაშავდა რამდენიმე ადამიანი. ადგილზე საქართველოს ექს-პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილიც იმყოფება.