logo_geo
eng_logo
კარლ ლაგერფელდი 61-წლიან კარიერას ასრულებს
- +

20 აპრილი. 2016. 13:08


კარლ ლაგერფელდი მოდის სამყაროს ტოვებს.  ინფორმაციას „New York Post" ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, „Chanel"-ის მოდის სახლის კრეატიული დირექტორი ბოლო ჩვენებას კუბაში გამართავს, რის შემდეგაც კარიერის შეწყვეტას აპირებს.


კარლ ლაგერფელდი მოდის სამყაროში 1955 წლიდან მოღვაწეობს. წლების განმავლობაში ის კოლექციებს „Fend"-ის, „Chloe"-ს, „Chrisia"-ს და „Chanel"-ის მოდის სახლებისთვის ქმნიდა.


61-წლიანი კარიერის დასრულების შესახებ „New York Post"-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარს ჯერ არც კარლ ლაგერფელდი და არც „შანელის" მოდის სახლში არ აკეთებენ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner