logo_geo
eng_logo
„მეგის ქარდავა რომან დუმბაძის მკვლელობას სააკაშვილის ბრძანების გარეშე ვერ შეუკვეთავდა“
- +

20 აპრილი. 2016. 13:45


„მეგის ქარდავა გენერალ რომან დუმბაძის მკვლელობას სააკაშვილის  ბრძანების გარეშე ვერ შეუკვეთავდა", - ამის შესახებ გაზეთი „ასავალ-დასავალი" წერს.

 

 

სტატიაში დუმბაძის მკვლელობის მოტივი შემდეგნაირად არის განმარტებული: „სააკაშვილის ხელისუფლებას მუდმივად ჰქონდა იმის შიში, რომ მის მიერ გამწარებული და ცხოვრებაწართმეული ადამიანები შურს იძიებდნენ. სააკაშვილს განსაკუთრებით ეშინოდა იმ ადამიანების, რომლებსაც საბრძოლო სულისკვეთება გააჩნდათ, ჰქონდათ გამბედაობა და საომარი გამოცდილება".

 

გთავაზობთ ამონარიდს სტატიიდან:

 

„გენერალ დუმბაძეს თუ იმის არ შეეშინდა, რომ პრეზიდენტ სააკაშვილისთვის დაუმორჩილებლობა გამოეცხადებინა და მისი ბრძანებების შესრულებაზე უარი ეთქვა, იმის ვაჟკაცობაც ეყოფობდა, რომ სათავისო მომენტს დალოდებოდა და სააკაშვილზე შური ეძია. შურისძიების მიზეზი კი დუმბაძეს ნამდვილად ჰქონდა - სააკაშვილმა საქართველოს გენერალი ღალატის ბრალდებით ჩასვა ციხეში!

 

ამდენად, სააკაშვილს ერჩივნა, გენერალ დუმბაძისნაირი მტრები მიწაში ჰყოლოდა, ვიდრე მიწის ზევით! როგორ ფიქრობთ, დუმბაძის მკვლელობის შეკვეთა მეგის ქარდავას პირდაპირი ინიციატივა იყო? მეგის ქარდავა დამოუკიდებლად გავიდა რუსეთში მოქმედი ქილერების ჯგუფზე და რომან დუმბაძის მკვლელობისთვის ფული საკუთარი ჯიბიდან გადაიხადა? უკანასკნელი ბრიყვიც კი მიხვდება , რომ  მეგის ქადავამ საკუთარი ბელადის -სააკაშვილის დავალება შეასრულა! ასე რომ, ქარდავამ გენერალ დუმბაძის მკვლელობის რეალური შემკვეთის - სააკაშვილის დავალება შეასრულა!" - წერს გამოცემა.

 

 

სტატიაში წერია, რომ საქართველოს პროკურატურა გამოძიების სრულყოფილად წარმართვის პროცესში არამარტო მეგის ქარდავაზე, არამედ მიხეილ სააკაშვილზე უნდა გავიდეს.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner