ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ 2016 წლის მონაცემებით, 650 ათასი კერძო სადაზღვევო პოლისი გაიცა, ეს ადამიანები კერძო დაზღვევით სარგებლობენ, რომელსაც სახელმწიფო ფულს არ უხდის.
„ისინი თავისი ჯიბიდან იხდიან. ეს სავარაუდოდ ის ნაწილია, მაღალი და საშუალო შემოსავალი რომ აქვთ. ეს მოსახლეობის 17 პროცენტია. საჯარო დაწესებულებები საყოველთაო ჯანდაცვით არ სარგებლობენ და კერძო დაზღვევაში არიან ანუ საკუთარი ჯანმრთელობისთვის ფულს საკუთარი ხელფასიდან იხდიან. სამინისტროებში ერთადერთი გამოკალისი მე ვარ, ჯანდაცვის სამინისტრო კი, მთლიანად კორპორატული დაზღვევით სარგებლობს. ჩემი პირადი გადაწყვეტილება იყო, რომ სიმბოლურად, თეორიულად, საყოველთაო დაზღვევის ბენეფიციარი ვყოფილიყავი, თუმცა 3,5 წლის მანძილზე, სახელმწიფო ბიუჯეტიდან საკუთარი ჯანმრთელობისთვის ერთი კაპიკიც არ დამიხარჯავს. ამას სხვა გზებით ვაგვარებ და საბედნიეროდ, ჯანმრთელობის მოვლა არ დამჭირვებია", - განაცხადა დავით სერგეენკომ.