logo_geo
eng_logo
იური ლუცენკო: ყველაფერი გაკეთდება, რომ აპატრიდი სააკაშვილი 24 საათში გამოძიების წინაშე წარდგეს
- +

6 დეკემბერი. 2017. 13:00



უკრაინის გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ უკრაინის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ უახლოესი 24 საათის განმავლობაში სამართალდამცველები ყველაფერს გააკეთებენ, რომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს გადასცენ უწყება იმის თაობაზე, რომ ის ეჭვმიტანილია სისხლის სამართლის საქმეზე.


„24 საათში უკრაინის სამართალდამცველები ყველაფერს გააკეთებენ, რათა აპატრიდი სააკაშვილი გამომძიებლების წინაშე წარდგეს და მას ოფიციალურად განუცხადონ, რომ ის სისხლის სამართლის საქმეზე ეჭვმიტანილია, ხოლო შემდეგ კი სასამართლოს წინაშე წარდგება", - განაცხადა იური ლუცენკომ.












 

right_banner right_banner
არქივი
right_banner