logo_geo
eng_logo
იური ლუცენკო: სამართალდამცველებმა კიევში „რუსული ზამთრის“ სცენარის რეალიზება აღკვეთეს
- +

6 დეკემბერი. 2017. 15:57



უკრაინის გენერალური პროკურორის იური ლუცენკოს განცხადებით, სამართალდამცველებმა კიევში „რუსული ზამთრის" სცენარის რეალიზება აღკვეთეს.


„ჩვენ შევძელით ძალისმიერი სცენარის განვითარების საფრთხის აღკვეთა. ვფიქრობ, ჩვენს სპეცსამსახურებს მადლობა უნდა გადავუხადოთ კიევში „რუსული ზამთრის" მოსკოვში დაგეგმილი სცენარის ნეიტრალიზებისთვის. უკრაინაში სააკაშვილის ქმედებები მოსკოვის ამ გეგმის მცირე ნაწილია.

შემიძლია დავაანონსო, რომ გაგრძელება იქნება. სხვა ცნობილი უკრაინელი პოლიტიკოსები ასევე ჩართულნი არიან უფრო სახიფათო თამაშებში და ჩვენ საზოგადოებას ამის შესახებ აუცილებლად მოვახსენებთ", - განუცხადა ტელეარხ NewsOne-ს იური ლუცენკომ.









 

right_banner right_banner
არქივი
right_banner