დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საპარლამენტო არჩევნების თარიღთან დაკავშირებით შექნილ ვითარებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნებისთვის დაგეგმილი თარიღი - 8 ოქტომბერი მისაღებია.
„ადამიანებმა უნდა შეძლონ მათი პოლიტიკური კალენდრის დალაგება. ვგულისხმობ იმას, რომ აქტიური საარჩევნო უფლების გამოყენებისათვის მოქალაქეებმა დაგეგმონ შემოდგომა ისე, რომ იცოდნენ, როდის ჩატარდება საპარლამენტო არჩევნები. ეს იმით განსხვავდება ადგილობრივი არჩევნებისგან, რომ საპარლამენტო არჩევნების დროს არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვთ მათ შორის უცხოეთში მყოფებ ადამიანებსაც. მათი რაოდენობა კი მილიონს აღემატება. თარიღის გასაჯაროება მნიშვნელოვანია",- განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.