logo_geo
eng_logo
იური ლუცენკო: სააკაშვილს დავაკავებთ!
- +

6 დეკემბერი. 2017. 17:44


უკრაინის გენერალური პროკურორი იური ლუცენკო იმედგაცრუებულია მიხეილ სააკაშვილის დაკავების ირგვლივ განვითარებული მოვლენების გამო.


„ჩვენ შეგვეძლო უფრო ეფექტურები ვყოფილიყავით. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ის 12 თანამშრომელი, რომელსაც გუშინ სააკაშვილი დასაკითხად გადაჰყავდა, ანტიტერორისტული ოპერაციის მონაწილეები არიან, რომლებმაც ბრძოლები გაიარეს და კანონის მიხედვით, ცეცხლი უნდა გაეხსნათ. თუმცა, ხელისუფლება სახელმწიფოზე ფიქრობს, ხოლო სააკაშვილი მოტყუებული და კურჩენკოს ფულით ნაყიდი ხალხის ზურგს უკან მიმალვით პირად კომფორტზე ფიქრობს. ჩვენ მომავალშიც ვიფიქრებთ სახელმწიფოზე, ზოგჯერ ჩვენ ხელთ არსებული უფლებების გამოუყენებლობით, თუმცა სააკაშვილი დაკავებული იქნება", - განაცხადა იური ლუცენკომ უკრაინის პარლამენტის სხდომაზე.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner