logo_geo
eng_logo
ვარძიის, სვანური კოშკების და მუცოს აღდგენით სამუშაოებს ფონდი „ქართუ“ დააფინანსებს
- +

20 აპრილი. 2016. 14:02


ვარძიის, სვანური კოშკების და მუცოს აღდგენით სამუშაოებს ფონდი „ქართუ" დააფინანსებს. ამის შესახებ „აიპრესთან" ფონდის ხელმძღვანელმა ნიკოლოზ ჩხეტიანმა ისაუბრა და აქვე დასძინა, რომ ფონდისთვის 2016 წელს პრიორიტეტული კვლავ სპორტისა და კულტურის დაფინანსება იქნება. ფონდი ყოველწლიურად მილიონობით დოლარს ხარჯავს, რომელიც 100 მილიონს წლიურად თითქმის არ ჩამორჩება.


რაც შეეხება ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს, ფონდმა 600-ზე მეტი ისტორიული ძეგლის რესტავრაცია შეძლო, მათ შორისაა ეკლესია-მონასტრები, ციხე-სიმაგრეები, სასახლეები, მუზეუმები. ფონდის დაფინანსებით განხორციელდა ისეთი ძეგლების რესტავრაცია, როგორიცაა ანანური, ალავერდი, სვეტიცხოველი.


„ჩამონათვალი ბევრია, 600-ზე მეტი ძეგლის რესტავრაცია იგეგმება, მნიშვნელოვანია ყველა, მაგრამ ზოგი უფრო მნიშვნელოვანია. რესტავრაციაში იგულისხმება არა მხოლოდ დაფინანსება, არამედ განხორციელებაც ჩვენივე სამშენებლო ძალებით. ჩვენ ყოველწლიურად 60-მდე ძეგლს ვაკეთებთ, ყოველწლიურად 40-დან 60-მდე ძეგლი კეთდება მთლიანად ან ნაწილობრივ იმისდა მიხედვით, ვის რა სჭირდება. ყველას ხომ არ სჭირდება ყველაფრის რესტავრაცია. წელსაც გვაქვს ბევრი თეატრი სარემონტო, იმ ჩამონათვალში ჩანს, რომ ჩვენ ვატარებთ აღდგენით სამუშაოებს ბათუმის დრამატულ თეატრზე. არის ასევე თხოვნა ბევრ მნიშვნელოვან ობიექტზე სხვა ქალაქებშიც და სავარაუდოდ, ამასაც განვახორციელებთ", - განაცხადა ჩხეტიანმა. 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner