logo_geo
eng_logo
ევრონიუსმა თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის შესახებ ვრცელი რეპორტაჟი მოამზადა
- +

6 დეკემბერი. 2017. 20:58



„საქართველოს სურს გახდეს რეგიონული ცენტრი ახალი აბრეშუმის გზის პროექტში" - ამ სათაურით არის გამოქვეყნებული ვრცელი რეპორტაჟი ევრონიუსის ვებგვერდზე, რომელიც თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს ეძღვნება. ევრონიუსის ჟურნალისტი გალინა პოლონსკაია სამი დღის განმავლობაში იმყოფებოდა თბილისში და აქტიურად  აშუქებდა აბრეშუმის გზის ფორუმის მიმდინარეობას. მის მიერ მომზადებულ სიუჟეტში ჩაწერილია საქართველოს პრემიერ მინისტრის, მთავრობის წარმომადგენლებისა და ფორუმის მონაწილე სხვა დელეგატების ვრცელი კომენტარები.

 

„თბილისმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ასობით სტუმარს უმასპინძლა „სარტყელისა და გზის" ფორუმის ფარგლებში. საქართველო ერთადერთი ქვეყანაა რეგიონში, რომელსაც აქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ევროკავშირთან და ჩინეთთან. თავისი სტრატეგიული მდებარეობისა და კონკურენტუნარიანი ბაზრის წყალობით, საქართველოს  შეუძლია აღიდგინოს პოზიციები და გახდეს მსხვილი რეგიონული ცენტრი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის", - ნათქვამია სიუჟეტში. ევრონიუსის მიერ მომზადებულ რეპორტაჟში ასევე საუბარია ანაკლიის პორტის, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის, ღვინის წარმოებისა და ექსპორტის, თავისუფალი ეკონომიკური ზონებისა და სხვა მნიშვნელოვანი პროექტების შესახებ.


თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი, რომელიც 28-29 ნოემბერს გაიმართა, ქართული და უცხოური მედიის 100-ზე მეტმა წარმომადგენელმა გააშუქა.  მათ შორის იყო Euronews, BBC, Bloomberg, Deutsche Welle, The Economist, Al Jazeera, The Guardian და ა.შ.



http://www.euronews.com/2017/12/05/georgia-wants-to-become-a-hub-along-the-new-silk-road












 

right_banner right_banner
არქივი
right_banner