logo_geo
eng_logo
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს 42,4 მლნ დოლარი გამოუყო
- +

6 დეკემბერი. 2017. 21:01



საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ დღეს მხარი დაუჭირა სამწლიანი პროგრამის პირველი მიმოხილვის დასრულებას. შედეგად, საქართველოსთვის ხელმისაწვდომი ხდება 30 მილიონი SDR (დაახლოებით 42.4 მილიონი აშშ დოლარი).


მიმდინარე პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხის მოცულობამ 60 მილიონ SDR-ს მიაღწია (84.8 მილიონი აშშ დოლარი).


„გაფართოებული დაფინანსების მექანიზმი", რომლის მოცულობა ჯამში დაახლოებით 297.5 მილიონი დოლარია, ფონდის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ საქართველოს 12 აპრილს დაუმტკიცა.


ფონდში ამბობენ, რომ საქართველოს პროგრამა გეგმის მიხედვით მიმდინარობს.








 

right_banner right_banner
არქივი
right_banner