რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარ კანდიდატურას მეოთხე ვადით წარადგენს.
ამის შესახებ მოქმედმა პრეზიდენტმა ავტოქარხანაში ვიზიტის დროს განაცხადა.
„დიახ, მე მივიღებ მონაწილეობას რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში", - აცხადებს პრეზიდენტი.
ვლადიმერ პუტინი პრეზიდენტის პოსტს 2000-2008 წლებში იკავებდა, 2008-დან 2012 წლამდე კი რუსეთის პრემიერ-მინისტრის რანგში მოქმედებდა. 2012 წლიდან კი მესამე ვადით რუსეთის პრეზიდენტის პოსტი დაიკავა.
რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის მარტში გაიმართება.