logo_geo
eng_logo
ვლადიმერ პუტინი 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას
- +

6 დეკემბერი. 2017. 21:48



რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარ კანდიდატურას მეოთხე ვადით წარადგენს.


ამის შესახებ მოქმედმა პრეზიდენტმა ავტოქარხანაში ვიზიტის დროს განაცხადა.


„დიახ, მე მივიღებ მონაწილეობას რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში", - აცხადებს პრეზიდენტი.


ვლადიმერ პუტინი პრეზიდენტის პოსტს 2000-2008 წლებში იკავებდა, 2008-დან 2012 წლამდე კი რუსეთის პრემიერ-მინისტრის რანგში მოქმედებდა. 2012 წლიდან კი მესამე ვადით რუსეთის პრეზიდენტის პოსტი დაიკავა.


რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის მარტში გაიმართება.








 

right_banner right_banner
არქივი
right_banner