საერთაშორისო ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე" 2016 წლის პრესის თავისუფლების ინდექსის მიხედვით, საქართველომ 180-დან 64-ე ადგილიდაიკავა.
ანგარიშის მიხედვით, შარშანდელთან შედარებით,საქართველოს რეიტინგი 5 ადგილით გაუმჯობესდა, რადგან 2015 წელს ორგანიზაციამ საქართველოს 69-ე ადგილი მიანიჭა.
პრესის თავისუფლების ინდექსის მიხედვით, რეგიონში საქართველო კვლავ ლიდერია. რეიტინგის თანახმად, სომხეთი 74-ე, უკრაინა 107-ე, რუსეთი 148-ე, აზერბაიჯანი კი 163-ე ადგილებზე დასახელდნენ. 77-ე ადგილზეა მოლდოვა, თურქეთმა კი 151-ე ადგილი დაიკავა.
საქართველო, პრესის თავისუფლების ინდექსის მიხედვით უსწრებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს- უნგრეთს (67), იტალიას (77), საბერძნეთს (89) და ბულგარეთს (113).
აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე" ინდექსის მიხედვით, საქართველოს პრესის თავისუფლების მაჩვენებელი 2012 წლის შემდეგ 36 პუნქტით გაუმჯობესდა.
2012 წელს საქართველო მე-100 ადგილზე დასახელდა, 2013 წელს 84-ე ადგილზე იყო, 2014 წელს - 69-ე, 2015 წელს კი 64-ე ადგილი დაიკავა.
2016 წლის ანგარიშში, საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ საქართველოში მედიის მესაკუთრეობის კუთხით გამჭვირვალე სიტუაციაა, სატელიტური ტელევიზიები კი პლურალიზმს უზრუნველყოფს.