საქართველოს პარლამენტის წევრი, დამოუკიდებელი დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სტატუსს აქვეყნებს:
„იშვიათად თუ ვახსენებ სააკაშვილს აქ, მაგრამ, გუშინდელი მოვლენების შემყურე, გამიჩნდა კითხვა: როგორ ხდება, მეორედ უკვე, რომ უკრაინელი ხელისუფლება მას ასე ადვილად ხელიდან უშვებს? ხან საზღვრის უკანონო გადაკვეთისას, ხან კიევში დაკავებისას! სწრაფად ადგილის დაცლის მაგივრად სამართალდამცავები ელოდებიან ხალხის შეკრებას და პატიმრის განთავისუფლებას... ამგვარ არაადეკვატური ქმედებები ან ხელისუფლების სისუსტედ ან დივერსიად უნდა განვიხილოთ. დივერსიაა როცა ძალოვან სტრუქტურების შიგნიდან ხელისულების პოლიტიკის გატარებას ხელს უშლიან და ამითი, ქვეყნის დისკრედიტაციას ხელს უწყობენ, სახელმწიფოს ასუსტებენ საკუთარ მოსახლეობის თვალში, საერთაშორისო თანამეგობრობისა თუ... მტერთან მიმართებაში.
ვის უნდა აწყობდეს ეს ყველაფერი თუ არა სწორედ მტერს?" - წერს ზურაბიშვილი.