საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ოთარ ჩრდილელი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„უდიდეს პრობლემას შეეჭიდა!
თბილისის მერია - ფარისებრი ჯირკვლის კიბოს სკრინინგისა და ღვიძლის ტრანსპლანტაციის პროგრამას იწყებს", - წერს ჩრდილელი.
შეგახსენებთ, რომ თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქის შემდეგი წლის ბიუჯეტის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ჯანდაცვა და სოციალური უზრუნველყოფა იქნება. მისი თქმით, შემდეგ წელს ამ მიმართულებით 32 პროგრამა განხორციელდება.
კალაძე ამბობს, რომ ამ 32 პროგრამას შორის იქნება ის ორი პროგრამაც, რომელიც მისი წინასაარჩევნო კამპანიით იყო გათვალისწინებული - ფარისებრი ჯირკვლის კიბოს სკრინინგი და ღვიძლის ტრანსპლანტაცია.