ჰიპერმარკეტ „გორგიას" გახმაურებულ საქმესთან დაკავშირებით ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი გაზეთ „ასავალ-დასავალთან" საუბრობს. მისი აზრით, სანახავია ის დოკუმენტები, სადაც გამოჩნდება, რა გზა გაიარა ამ 87 ათასმა დოლარმა დაკარგვამდე.
„თუ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრებაზე მიდგა საქმე, ჩემი აზრით, გამოძიებისთვის ამის გაკეთება უფრო ადვილი იქნება გია გორგოშაძის, ვიდრე ნანა ყეინიშვილის მიმართ, ვინაიდან მოცემულ მაგალითში არ ჩანს, თუ რა ივალდებულა ამ უკანასკნელმა გორგოშაძის წინაშე ბიზნესის წარუმატებლობის შემთხვევაში, ან ჰქონდა თუ არა მას თაღლითობის ან მითვისების განზრახვა, როცა ფულს ართმევდა. რამდენად რეალური იყო მიწის ყიდვა განაში და ა.შ. მოკლედ, სანახავია ის დოკუმენტები, საიდანაც გამოჩნდება, თუ რა გზა გაიარა ამ 87 ათასმა დოლარმა დაკარგვამდე", - ამბობს გელა ნიკოლაიშვილი.