საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პარლამენტის მომდევნო სხდომას დაესწრება. ამის შესახებ მან „პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსის" ეთერში განაცხადა.
„პრემიერ-მინისტრი შემდეგ სხდომაზე იქნება. დაესწრება საპარლამენტო სესიას გუნდთან ერთად. ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, დავსვათ შეკითხვები, მოვისმინოთ პასუხები ნებისმიერ რეფორმასთან დაკავშირებულ თემაზე. დღეს ასევე დაისვა შეკითხვა, თუ სად არის პრემიერი. პრემიერ-მინისტრი არის იქ, სადაც მისი ამოცანების გადაწყვეტა მოითხოვს პრემიერის ყოფნას", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
პარლამენტი რიგგარეშე სხდომების ფორმატში მთავრობის ოპტიმიზაციის საკითხს განიხილავს.