logo_geo
eng_logo
შალვა რამიშვილი: რუსეთს უკრაინაში დესტაბილიზაცია და უბედურება აწყობს!
- +

7 დეკემბერი. 2017. 03:30



ჟურნალისტმა შალვა რამიშვილმა ტელეკომპანია „იბერიის" ეთერში განაცხადა, რომ რუსეთს უკრაინაში დესტაბილიზაცია აწყობს და ამას  აუცილებლად გამოიყენებს საზღვრის გადმოწევისთვის. რამიშვილმა ასევე დასძინა, რომ უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის რეიტინგი იყო ძალიან მცირე.

 

„რა ბრალდებას უყენებს უკრაინული ხელისუფლება სააკაშვილს? მას აბრალებენ და ამის დამამტკიცებელი საბუთებიც აქვთ, რომ ის ფულს იღებდა რუსეთში მყოფი უკრაინელი ოლიგარქებისგან, რომელიც უკრაინის წინა პრეზიდენტის ახლო გარემოცვის წევრი იყო. ვის აწყობს ყველაზე მეტად არეულობა? წინა რევოლუცია, როდესაც იყო, რუსეთმა ყირიმი წაიღო. ეს ამბავიც ისე ჩანს, რომ გარკვეულწილად ნებსით თუ უნებლიეთ და ჩემი აზრით ავანტიურა სააკაშვილის სტილშია, რუსეთის თამაშიც არის. რუსეთს აწყობს დესტაბილიზაცია, მორიგი რევოლუცია, სროლა და უბედურება უკრაინაში, ამას აუცილებლად გამოიყენებს საზღვრის გადმოწევისთვის" , - განაცხადა რამიშვილმა.









 

right_banner right_banner
არქივი
right_banner