logo_geo
eng_logo
დავით სერგეენკო: შორს ვარ აზრისგან, რომ სოციალურად დაუცველებისთვის ქულების მინიჭების მეთოდოლოგია იდეალურია
- +

20 აპრილი. 2016. 14:24


ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკო განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტრომ შეძლო, რომ სოციალურად დაუცველთა ქულების დათვლის მეთოდოლოგიიდან ჩამოეშორებინა პოლიტიკური ფაქტორი.



შორს ვარ იმ აზრისგან, ვამტკიცო, რომ სოციალურად დაუცველებისთვის ქულების მინიჭების მეთოდოლოგია დღეის მდგომარეობით იდეალურია. ნათლად ჩანდა, რომ სოციალურად დაუცველთა რაოდენობა ნახტომისებურად იზრდებოდა არჩევნების მოახლოებასთან ერთად. ეს გამოიყენებოდა ერთგვარად მიმზიდველ ფაქტორად, რომ ამ ადამიანებს გარკვეული პოლკიტიკური ნება გამოეხატათ დახმარების დანიშვნის სამაგიეროდვფიქრობ, რომ პოლიტიკური შემადგენლის ჩამოცილება შევძელით. მეორე ფაქტორი ნაწილობრივ რჩება პრობლემად - ეს არის სოციალურ აგენტი, რომელიც პირველად მონაცემებს კრებდა ოჯახის შესახებ. მას ჰქონდა საკმაოდ ფართო ექტური ველი, რომ სიმპათიებით და ანტიპაიებით მიეღო გადაწყვეტილება, რაც საბოლოო ჯამში ქულებზე და საბოლოო ჯამში დახმარების დანიშვნა-მოხსნაზე მნიშვნელოვნად აისახებოდა. ბოლო მეთოდოლოგიებმა ეს სუბიექტური ფაქტორი შეამცირა, თუმცა სულ ვერ მოსპო. პრობლემა არის ის, რომ სოციალურად დაუცველებს, როდესაც ეხსნებათ დახმარება, მათთვის მიზეზები უცნობია. თვეში დაახლოებით 5 ათასი კარგავს დახმარებას და ხუთი ათასი იძენს. იმ საზოგადოების პოზიცია უფრო ჩანს, ვინც დაკარგა ეს შემოსავალი. მე შორს ვარ იმ აზრისგან, ვამტკიცო, რომ ეს მეთოდოლოგია დღეის მდგომარეობით იდეალურია, მაგრამ შემიძლია, გითხრათ, ჩვენი ანალიზით, 70%-ის შემთხვევაში  რა იწვევს სოციალური დამხარების დაკარგვას. მე არ ვადანაშაულებ ბენეფიციარებს, ალბათ ეს ჩვენი სისტემის ბრალია, რომ არ ვუხსნით ამ ადამიანებს კარგად. მიზეზი არის ის, რომ თუ ამ ადამიანმა ნახა დროებითი სამსახური, ამის შესახებ უნდა შეგვატყობინოს, რადგან სისტემა მათ ავტომატურად ბლოკავს. ზოგჯერ მათ არ იციან, რომ უნდა შეგვატყობინონ, ზოგჯერ ეშინიათ, რომ შეგვატყიბინონ, რადგან დახმარება არ დაკარგონ. ეს არის ხარვეზი, რომლის გამოსწორებაზეც ჩვენ ვმუშაობთ. მინდა დაგიდასტუროთ, რომ როდესაც ასეთი შეტყობინება ჩვენთან შემოდის, ჩვენ ამაზე ვაკეთებთ რეაგირებას და ვცდილობთ გამოვასწოროთ", - განაცხადა დავით სერგეენკომ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner